Thursday, December 13, 2012

საქართველოს ბანკი




          სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკი — საქართველოს უნივერსალური კომერციული ბანკი, დაფუძნდა 1994 წლის 21 ოქტომბერს ყოფილი სახელმწიფო ბანკი ”ბინსოცბანკის” ბაზაზე.
საქართველოს ბანკი უმსხვილესია საქართველოში აქტივების, სასესხო პორტფელის და სააქციო კაპიტალის მიხედვით (საბანკო ბიულეტენი, #6 <132>, გვ. 5-8 - თბილისისაქართველოს ეროვნული ბანკი16-23 აპრილი2007წ). ბანკს საქართველოში სიდიდით მეორე ფილიალების ქსელი გააჩნია. საქართველოს ბანკის ფილიალების რაოდენობა 137 შეადგენს და იგი 953 ათასზე მეტი ფიზიკური პირისა და 164 ათასზე მეტი იურიდიული პირის ანგარიშს ემსახურება. ბანკი საკუთარ მომხმარებლებს მთელ საქართველოში სთავაზობს სამომხმარებლო, კორპორატიული და დაგროვილი ქონების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. გარდა ამისა, ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს საკუთარი შვილობილი კომპანიის, ”ალდაგი-ბისიაი”-ს მეშვეობით, აგრეთვე საბროკერო და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას შვილობილი საბროკერო კომპანიის ”ბი ჯი კაპიტალის” საშუალებით.




TBC ბანკი

                                   


თიბისი ბანკი — ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში, რომელიც ემსახურება თითქმის 700,000 მომხმარებელს ოთხ ბიზნეს სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესი და მიკრო. ეს არის ქვეყანაში მეორე უდიდესი ბანკი აქტივების მიხედვით და ბაზრის ლიდერი – საცალო დეპოზიტების სეგმენტში.
შვილობილ კომპანიებთან ერთად თიბისიში დასაქმებულია თითქმის 3,000 ადამიანი. ბანკი, ძირითადად, საქართველოშიაწარმოებს საქმიანობას, თუმცა, მზარდი ქსელი შექმნა რეგიონში მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით: თიბისი კრედიტი - აზერბაიჯანში, თიბისი ინვესტი – ისრაელში და ბანკი კონსტანტა – საქართველოში, საერთო ჯამში 88 ფილიალით, 232 ბანკომატით და 2,446 პოს-ტერმინალით, 2011 წლის ბოლოს მდგომარეობით.
თიბისი ბანკის აქციონერთა შორისაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft (DEG) და Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V. (FMO), ბანკის 55% სააქციო კაპიტალით. სხვა საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორებიცაა J.P. Morgan Chase Bank, N.A., London Branch ("JPMorgan") და Ashmore Cayman SPC No. 2 Ltd. ("Ashmore"), საერთო ჯამში ფლობენ ბანკის აქციების 10%-ს. ორი დამფუძნებელი აქციონერი ერთად ბანკის სააქციო კაპიტალის 28%-ს ფლობს, ხოლო დანარჩენ 7%-ი მენეჯმენტს და მინორიტარულ აქციონერებს ეკუთვნით.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები Fitch Rating Agency and Moody’s Investor Services აწარმოებენ ბანკის ყოველწლიურ შეფასებას. მიმდინარე რეიტინგებია BB- (გრძელვადიანი IDR)/ B (მოკლევადიანი IDR) მინიჭებული Fitch -ის მიერ და B1 (FC)/ Ba3 (LC) მინიჭებული Moody’s -ის მიერ. უახლესი შეფასებები ჩატარდა 2012 და 2011 წლებში. 2012 წლის ივლისში Fitch-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი (IDR) ‘B+’ საფეხურიდან ‘BB-’ საფეხურამდე აამაღლა, “სტაბილური” პროგნოზით. ამავე დროს, სააგენტომ ბანკის მდგრადობის რეიტინგი (VR) ‘b+ საფეხურიდან ‘bb-’ საფეხურამდე გაზარდა. მანამდე, 2011 წელს, სააგენტო Moody’s-მა ბანკის დეპოზიტების რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B3 საფეხურიდან B1 საფეხურამდე, ხოლო მისი ფინანსური პოტენციალის რეიტინგი (E+)დან (D-)მდე აამაღლა.
სახელი, თიბისი ბანკი, მის საწყის დასახელებასთან – თბილისის ბიზნეს ცენტრი – არის დაკავშირებული, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს დაარსდა. ამჟამად, თიბისი ბანკი მისი ოფიციალურად რეგისტრირებული სახელია და არა საწყისი დასახელების აბრევიატურა. [1]

ბანკი

     


              ბანკი-განსაკუთრებული ეკონომიკური ინსტიტუტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ფულადი სახსრების თავმოყრა, კრედიტების გაცემა, ფულადი ანგარიშსწორებები, მიმოქცევაში განსაზღვრული სახეობისა და რაოდენობის ფულის გაშვება, ფასიანი ქაღალდების ემისია და სხვა. ბანკი წარმოიშვა საქონლურ-ფულად ურთიერთობათა განვითარების შედეგად.
საბანკო საქმის ჩანასახი არსებობდა მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებებში. პირები, რომლებსაც მობარებული ჰქონდათ კეთილშობილი ლითონის ფული, აგრეთვე ზარაფები, სარგებლით გასცემდნენ მას სესხად. ამ გზით განვითარდა სავახშო ფულადი კაპიტალი, რაც ისტორიულად კაპიტალის ერთ-ერთი პირველი ფორმაა. შუა საუკუნეებში საბანკო საქმის აღორძინება დაიწყო ჩრდილოეთ იტალიაში. იტალიურ ენაში Banko მერხს, დახლს, სავაჭროს ნიშნავს. მერხზე ატარებდნენ თავიანთ ოპერაციებს ზარაფები და მევახშეები.


                                                             1919-1921 წწ.
                     პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში  

     საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების მრავალეტაპიან პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა 1919 წელს. ამ დრომდე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არ გააჩნდა საკრედიტო სისტემის მართვისა და რეგულირების საკუთარი სათავო რგოლი – საქართველოს ცენტრალური ბანკი. მის მოვალეობას ასრულებდა რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილისის განყოფილება, რომელსაც 1917 წლის ოქტომბრიდან არავითარი კავშირი აღარ ჰქონდა საიმპერიო ბანკთან.
რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილისის განყოფილება 1917 წლის ნოემბრიდან ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატის ფინანსთა კომისრის ქრისტეფორე კარჩიკიანის უშუალო დაქვემდებარებაში, ხოლო შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრების გიორგი ჟურულის (ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1918 წლის 26 მაისიდან 1919 წლის 21 მარტამდე) და კონსტანტინე კანდელაკის (მოღვაწეობდა 1919 წლის 21 მარტიდან) ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.


დაარსების წელიდასახელებავებ საიტი
1991საქართველოს ეროვნული ბანკიnbg.gov.ge
-საქართველოს ბანკიsb24.ge
1992თიბისი ბანკიtbcbank.com.ge
2002სახალხო ბანკიpeoplesbank.ge
1999პროკრედიტ ბანკიprocreditbank.ge
1991ბანკი რესპუბლიკაbr.ge
1996ქართუ ბანკიcartubank.ge
-ტაოპრივატბანკიtaobank.ge
1995გაერთიანებული ქართული ბანკიvtb.com.ge
-აგრო-ბიზნეს ბანკიabg.com.ge
1995ბაზის ბანკიbasisbank.ge
-ინტელექტ ბანკიintellectbank.ge
2003ინვესტბანკიinvestbank.ge
1999სტანდარტ ბანკიstandardbank.ge
-თბილუნივერსალბანკიtbiluniversalbank.com
-გამაბანკიgammabank.ge
2007პროგრეს ბანკიprogressbank.ge
-ბტა-სილქ როუდ ბანკი

ვრცლად